|
2023-07-20 12:42:53, 872 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანსა და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანს მიშელ ვიონს და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სასმინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „ემ თი ეის" დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი. „შეხვედრაზე FIS-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის და და აღინიშნა, რომ ბაკურიანში წარმატებით ჩატარებულმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს და ყოველმხრივ მზად არის ზამთრის ტურნირების მსოფლიო კალენდრის საპატიო წევრობისთვის. შეხვედრის ფარგლებში შპს „ემ თი ეის", საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას (FIS) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საქართველოში, კერძოდ სვანეთში ოთხსეზონიანი სასწავლო /საწვრთვნელი ბაზების პროექტზე მუშაობის დაწყება. პროექტი პირველ ეტაპზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. აღსანიშნია, რომ 2023 წლის მარტში, ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა ორმხრივი ინტერესი გამოთქვეს ოთხსეზონიანი სასწავლო/საწვრთვნელი ბაზების შექმნის შესახებ, ვინაიდან სვანეთს აქვს უდიდესი პოტენციალი, შესთავაზოს სხვადასხვა გუნდებს სავარჯიშო პირობები FIS-ის უმეტეს დისციპლინებში - როგორც სათხილამურო სპორტის, ისე ფრისტაილის სახეობებში (თავისუფალი სტილით სრიალი), ზაფხულიდან შემოდგომამდე. მემორანდუმს ხელს მოაწერს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ემ თი ეის" დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივანი მიშელ ვიონი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე ესტუმრნენ სვანეთს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არეალები დაათვალიერეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)