|
2023-07-12 14:08:57, 920 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - შენ თუ ქართველი ხარ, როგორ შეიძლება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მხარე დაიჭირო?
დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. როგორ შეიძლება? შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, ზელენსკი ომს ვერ შეაჩერებს, რამდგან „თავისთან ხალხი შეჭამს“. „უკრაინის დღევანდელმა პრეზიდენტმა, ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც ჩვენი ელჩი, ფაქტობრივად, დაითხოვა უკრაინიდან. მანამდე აქედანაც გაიწვია ელჩი. იმისგან ეს არ გამიკვირდა იმიტომ, რომ ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ცდილობს, რომ უკრაინა უფრო წარმატებული იყოს, უფრო ძლიერი და ომში შედარებით ნაკლები ძალა უტევდეს იმისთვის, რომ უფრო მეტის გაკეთების შანსი ჰქონდეს... ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათ, ვინც ხელისუფლებაში არ არის და მოსვლა უნდათ, ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა, არ მოიწონა. თუნდაც ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, გევალება, რომ პირველ რიგში კაცობა გქონდეს, ძლიერი კაცი უნდა იყო, პატარა კაცი არ უნდა იყო. რა გინდა ჩვენი ქვეყნისგან? პოროშენკოდან დაწყებული, 2015 წლიდან წაიყვანეს ჩვენები, „მაიდნის“ მერე ყველა იქ ჰყავთ. მიშაც მაგათმა წაიყვანეს. თვითონ წავიდა მიშა. ვინმე რამეს დავუშავებდით აქ რომ ყოფილიყო?! - არ მგონია, ვინმეს რაიმე დაეშავებინა. წავიდა და მერე "ბანდეროლი" გამოგვიგზავნეს და დღეს ვაი-უშველებელი ატეხეს, გეგონება ადამიანზე ზრუნავენ. მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანზე ზრუნავენ. დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. როგორ შეიძლება? შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა. ვინ ხარ? ვინ ხარ და ღმერთის მოღალატე ხარ და ქვეყნის მოღალატე. ყველამ ბოდიში უნდა მოგვიხადოს. ზელენსკიმ არ უნდა მოგვიხადოს იმიტომ, რომ იმას თავისი გასჭირვებია, ომი გრძელდება. ახლა მართლა ხომ არ ჰგონია, რომ ევროპას იცავს, ამერიკას, ან საქართველოს? თავის ომი აქვს რუსეთსა და მაგას. ომსაც ვერ გააჩერებს, რომ გააჩეროს თავისთან ხალხი შეჭამს. რაზე არის დამოკიდებული? უცხოეთი აძლევს ფულს, რომ ხელფასები გადაიხადოს, უცხოეთი აძლევს იარაღს, რომელიც ფრონტის ხაზზე პირდაპირ მიაქვს. ანუ ლოჯისტიკა ისე არის აწყობილი, რომ მზამზარეული მიაქვთ ყველაფერი”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)