15:18 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 13:36:24, 789 ნახვა

საზოგადოება
ინჯია - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ევროპელ სოციალისტებს" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს. 

"ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას - ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში",- თქვა ინჯიამ და დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics