|
2023-07-09 13:21:06, 981 ნახვა
საზოგადოება
მიხაელ როთი - პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს!
პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის(ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლას. როთი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და "თბილისი პრაიდს" სოლიდარობას უცხადებს. „სამწუხაროა, სოლიდარობა "თბილისი პრაიდს" და მადლობა ჩვენს დებსა და ძმებს ევროპული ღირებულებებისადმი მამაცური ერთგულებისთვის. პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! ლგბტქი უფლებები არის ადამიანის უფლებები. ყოველთვის და ყველგან. სიყვარული არის სიყვარული“,- წერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ, 8 ივლისს "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჩაშალეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მიუხედავად, პოლიციის არაერთი კორდონი გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო. "თბილისი პრაიდმა" ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ ვითარების გამწავავების პარალელურად გაავრცელა განცხადება, რომ ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ტერიტორიას ტოვებდნენ. რაც შეეხება "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს, მათ ღონისძიების ჩატარების ადგილი დაიკავეს, სცენა და სასცენო მოწყობილობები დააზიანეს და ინვენტარის ნაწილი დაწვეს. აღნიშნულის შემდეგ განცხადება გააკეთა ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარეხველიძემ, რომლის თქმითაც, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული", თუმცა "ყველა აქციაზე შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი". ღონისძიების ჩაშლას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)