|
2023-07-09 12:50:16, 934 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ვენაში, კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდტთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ ქერისთან ერთად მიიღო. დისკუსია კლიმატის ცვლილების დასაძლევად რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას მიეძღვნა. „იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილებას არ აქვს საზღვრები, რეგიონული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) როლი ამ პროცესებში სასიცოცხლოდ აქტუალურია. საქართველო ეუთოს დიდი ხნის პარტნიორია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევების დაძლევაში. ეუთოს მხრიდან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მიმდინარე რეგიონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მდგრადობის გაძლიერებას კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ხანძრების რისკების შემცირების გზით. პროექტი ხელს შეუწყობს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს უკეთესი კოორდინაცია გაწიონ სატყეო, საგანგებო და სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურებს შორის, რაც გააძლიერებს ადგილობრივი თემების შესაძლებლობებს ხანძრების პრევენციის, მართვისა და რეაგირების მიმართულებებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში, განხილვის საგანი იყო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად კლიმატისა და გარემოს უსაფრთხოების კუთხით წარმოქმნილი გამოწვევები.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)