|
2023-07-07 13:23:09, 872 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - ჯერ არ გვითხოვია გამოძიება - თავი შევიკავეთ, რადგან გვაქვს რაღაც ნიუანსები გასარკვევი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. როგორც ჯაღმაიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ არსებობს "რაღაც ნიუანსები, რაც გასარკვევია". „ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად და არც ვაპირებდით, რადგან ჯერ გვინდოდა, თავად გავრკვეულიყავით, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი შემთხვევა და ამ პროცესში ვიყავით. რადგანაც მოხდა ამის გახმაურება, შემდეგ შეკითხვებს გავეცით პასუხი. ყოფილა შემთხვევები და ფაქტები, რომ ზოგადად, ნივთიერებები, რაც სისხლში აღმოჩნდა, არის გამოყენებული ადამიანის მოწამვლისთვის... თავად დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია მათთვის გამოძიება. თავი შევიკავეთ, რადგან გვაქვს რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევი. ყველაფერი, რაც შეიძლება, ვილაპარაკო პრივატულად, საჯაროდაც ვთქვი. ამ თემაზე ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, იმას ვლაპარაკობთ ხმამაღლა, ამის იქით მეტი არაფერია საძიებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, შრომისუნარიანია, მუშაობს, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით“,- თქვა ანდრია ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. გუშინ, 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)