19:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 11:33:40, 549 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - ქვემო ქართლის, 4 - შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 13 - გურიის, 3 - იმერეთის, ხოლო 9 ფაქტი გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

„სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

2023 წლის ივნისში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 220 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 150 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 70 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დააწყობდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 605 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1770 კუბური მეტრი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics