|
2023-07-07 09:30:04, 794 ნახვა
საზოგადოება
პეტრე ცაავა - უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო, საზოგადოებას იმის ღირსად არ თვლის, ახსნას რასთან გვაქვს საქმე
უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც იმალება და საზოგადოებას, ფაქტობრივად, იმის ღირსად არ თვლის, რომ თვითონ გამოვიდეს და აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე,- აღნიშნულის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა. პეტრე ცაავას თქმით, მეუფე შიოს არ აქვს უფლება, რამე განცხადება დამოუკიდებლად გააკეთოს. "უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც იმალება და საზოგადოებას, ფაქტობრივად, იმის ღირსად არ თვლის, რომ თვითონ გამოვიდეს და აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე. მას უბრალოდ უფლება არ აქვს დამოუკიდებლად განცხადების გაკეთებისა და ის არის ჩვეულებრივი ამ მახინჯი სისტემის მარიონეტი. ყოველთვის, როცა საპატრიარქო, ან პატრიარქი რაღაც უყურადღებოდ, ან რაღაც თამაშგარე გარემოებაში მოვლენებიდან გამომდინარე დარჩებოდა, მისი მდივან რეფერენტი არაფრისგან ქმნიდა პრობლემას, რომ საპატრიარქო და პირადად პატრიარქი ყურადღების ცენტრში გამხდარიყო. შეიძლება ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე მიტროპოლიტ შიოსთან მიმართებაში, არ გამოვრიცხავ",- ამბობ პეტრე ცაავა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს. მანამდე, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)