13:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 12:13:48, 760 ნახვა

საზოგადოება
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამართალდამცავი უწყებები ცენტრალურ აზიაში (LEICA)“ - წარმომადგენლები ეწვივნენ.

შსს-ს ცნობით, სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი თვაურმა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

"ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საჯარო უწყებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების ხელძღვანელი პირები.
პროექტის წარმომადგენლებმა და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიები და ბალისტიკური ტირი, ასევე, დეტალურად გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის პრინციპსა და სპეციფიკას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ აკრედიტაცია ISO17025 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics