|
2023-07-05 10:39:16, 703 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს - ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს ბოშტიან შკრლეცს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს - ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს ბოშტიან შკრლეცს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბოშტიან შკრლეცს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს - ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტმა ბოშტიან შკრლეცმა ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის მხრიდან გაწეული ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ და კოორდინირებულ ბრძოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით. ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროჯასტსა და საქართველოს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს და ასევე, მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)