|
2023-07-03 00:57:03, 1736 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პრაიდის კვირეული იმართება
თბილისი პრაიდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული, რომელიც სამი ღონისძიებისგან შედგება, დღეს გაიხსნა და 8 ივლისს პრაიდ ფესტივალით დასრულდება. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი. ვრცელ სიტყვაში მან მიმოიხილა ლგბტქი+ თემის უფლებები ევროპასა და საქართველოში და დაგმო ძალადობა. „დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ვიზეიმოთ თავისუფლება, აღვნიშნოთ სიყვარული, თანასწორობა და მრავალფეროვნება ყველა ადამიანისა. ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ თბილისში სასტიკი ძალადობა მოხდა „ღირსების მარშის“ დროს – იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. ჟურნალისტები და უფლებადამცველები, ვინც მონაწილეობდა და აშუქებდა ამ ღონისძიებას – მათ თავს დაესხნენ. ბევრი დაშავდა და ღონისძიება კი გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და გამოხატო ეს, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. და ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გუშინ,“ - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა. საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის განცხადებით, ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრებით პრაიდ კვირეულის პირველ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ თემის წევრები აქტიურად იკრიბებიან და იმედია, ძალიან საინტერესო, მხიარული საღამო და ღონისძიება გამოვა. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ, გაერო დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებები არის ყველასთვის და ვერ გავარჩევთ და ვერ დავიცავთ შერჩევით. ყველას აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის. ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც უნდა“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა. ღონისძიებას ლგბტქ+ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)