15:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-02 12:19:30, 1127 ნახვა

საზოგადოება
სადგურ მარელისში მეწყერმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

სადგურ მარელისში, სადაც უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, ერთი ადამიანი მიწის მასაში მოჰყვა. - ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანის ამოსაყვანად სამძებრო სამუშაოები.

სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რამაც საქართველოს რკინიგზის პარალიზებაც გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics