|
2023-06-29 15:06:53, 938 ნახვა
საზოგადოება
ვაკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ღონისძიებას - „დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ“ უმასპინძლებს
დედაქალაქის მერიის პროექტის - „თბილისი - მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში, 30 ივნისს და პირველ ივლისს, მედია ხელოვნების ქალაქ ვიბორგთან თანამშრომლობით, ღონისძიება „დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ“ ჩატარდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ორ მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციის კონვენციასა“ და გაერო-ს „2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმას“ ეხმიანება. "პროექტი, რომლის მხარდამჭერია დანიის საელჩო საქართველოში, ბავშვებსა და მოზარდებში გარემოს დაცვის მიმართულებით, ხატვისა და ტექნოლოგიების ჩართულობით, სხვადასხვა ნამუშევრის შექმნას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, თავისუფალი დასწრებისა და წინასწარი ჩაწერის მეთოდით, სამი ასაკობრივი ჯგუფი შეიქმნება. მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოპები ეკოლოგიაზე, ეკომეგობრულ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ურთიერთქმედებაზე. ხატვის ვორქშოპებს ჩაატარებს ილუსტრატორი/ანიმატორი ანა ჩუბინიძე, მოწვეული მომხსენებლები კი სანდრო ასათიანი და დათო გორგილაძე იქნებიან. ბავშვების ნამუშევრებით შეიქმნება ანიმაცია, რომელიც სექტემბერში, ვიბორგში დაგეგმილ ფესტივალზე გამოიფინება. ვორქშოპები, რომელსაც ვაკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა უმასპინძლებს, ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით: 11-13 წლის ბავშვებისთვის - 30 ივნისი, 16:00 საათი; 5-7 წლის ბავშვებისთვის - პირველი ივლისი, 12:00 საათი; 8-11 წლის ბავშვებისთვის - პირველი ივლისი, 16:00 საათი. პროექტი „დახატე დანიასთან ერთად“ 2020 წელს დაიწყო და მისი მიზანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვაა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)