|
2023-06-28 17:18:00, 975 ნახვა
საზოგადოება
ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობა მკაცრდება
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების თაობაზე კანონპროექტით, ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 81 ხმით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. „ცვლილებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან/და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, 2 ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე. კანონპროექტის თანახმად, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, 2 ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)