|
2023-06-26 13:17:29, 663 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი დავით ჩიჩუა, დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებსა და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღვინის პროფესიონალებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის კულტურას გაეცნენ. დელეგაციას, "Swirl Wine Group"- ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა, რომელმაც სხვა სტუმრებთან ერთად ცენტრის ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა. "ღვინოები მართლაც შთამბეჭდავი იყო, მიხარია, რომ საქართველოში ღვინის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. ჩვენს სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინის მრავალფეროვნება გაეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ემსახურება და გვაძლევს შესაძლებლობას გაგვაცნოს სრულიად უცხო ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. რქაწითელის და საფერავის მიღმა ადგილობრივი ჯიშების უზარმაზარი სიმდიდრეა საქართველოში" - განაცხადა სარა ებოტმა. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)