|
2023-06-19 12:20:39, 592 ნახვა
საზოგადოება
სენაკის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სენაკში, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამხედრო სამსახურის პირობები და ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი. მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბრიგადის ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა. „სტუმრებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც ლიცეუმში რეგისტრაციისა და სწავლების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს. პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)