15:30 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 17:25:43, 780 ნახვა

საზოგადოება
დეკანოიძე - სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, დღეს მაღაზიაში გასვლისას გამომეკიდა

სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, რომელიც გაუგებრად მელაპარაკება და სადღაც წაყოლას მთხოვს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძე ამბობს, აღნიშნულ ქმედებას სისტემატური სახე აქვს, დღეს კი პარლამენტის დაცვა ჩაერია საქმეში, როდესაც მას რუსეთის მოქალაქე აედევნა.

"სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ "ტვ პირველის" მანქანის მძღოლი შეესწრო, გუშინწინ სოფო ჯაფარიძე. რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას. პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა. პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყურადღება და პოლიციას გამოუძახა. პარლამენტთან რუსეთის მოქალაქე, გაურკვევლი კაცი მხვდება ყოველ დღე. პოლიციამ მართლა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება. ახლაც არკვევს როდის ჰქონდა საზღვრის კვეთა, რატომ შემოვიდა საქართველოში, რა მიზნით", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics