|
2023-06-13 14:34:07, 762 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, მიმდინარე „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების ფორუმმა მორიგი შეხვედრა გამართა
9-12 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრებს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, 12 ივნისს, სასტუმრო ,,პულმანში“, ფინანსთა სამინისტოროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობითა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC), ასევე რეგიონალური ვაჭრობის ჯგუფისა (RTG) და საბაჟო თანამშრომლობის კომიტეტის (CCC) წევრების ორგანიზებით მორიგი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ. „სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან, მონღოლეთთან და პაკისტანთან ერთად, მრავალმხრივი რეგიონული პლატფორმის ფორმატში, განვიხილოთ ქვეყნებს შორის კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ყველა სუბიექტის წინაშე არსებული გამოწვევები. დღეს, ერთობლივი კომიტეტის მსვლელობისას, გამართული გამოსვლების, დისკუსიებისა და მიდგომების შეჯერებით, მივიღეთ იმის დასტური, რომ საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობის პრიორიტეტები, სრულ თანხვედრაშია ვაჭრობის კომიტეტის პრიორიტეტებთან და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი წარმატების მიღწევა“, -აღნიშნა ვლადიმერ ხუნდაძემ და მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის გუნდს, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) წარმომადგენლებს, ასევე ვაჭრობის ჯგუფის (RTG) და საბაჟო თანამშრომლობის კომიტეტის (CCC) წევრებს ერთობლივი შეხვედრის საქართველოში ორგანიზებისთვის. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა CAREC-ის ინტეგრირებული ვაჭრობის (CITA) 2030 დღის წესრიგით, დადგენილი საბაჟოს მოდერნიზების, ვაჭრობის ხელშეწყობის, ასევე სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ციფრული ვაჭრობისა და სხვა ინიციატივების დანერგვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს. ამასთან, მხარეებმა, ვაჭრობის სექტორის 2023 ანგარიში მოისმინეს და 2023-2025 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (RSAP) დაამტკიცეს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა 13-14 ივნისს, CAREC წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წარედგინება. შეხვედრა, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)