|
2023-06-07 11:57:07, 679 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერია 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასფალტის საფარი 1 600 მეტრ სიგრძეზე დაიგება. მიქი თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება. „ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა, ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია. 10 ივნისიდან ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამასთან, კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. „მინდა, დედაქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად და გვინდა, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. ცხადია, ამ მასშტაბის სამუშაოებს ახლავს დისკომფორტიც, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩა და გამზირი გვაქვს პრობლემური, მათ შორის, რუსთაველის გამზირი. მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ამის გამო კონკრეტულ ადგილებში მიწა ჩავარდა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირსაც სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო. „ჩვენ ასევე, მონიტორინგს ვუწევთ ქალაქში არსებულ ხიდებს. ეს ხიდი იყო მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა ჩარევას. შესაბამისად, დავიწყეთ კონკრეტული პროექტი. ორი კვირის განმავლობაში, სავალი გზის ერთ ნაწილზე მოძრაობა დროებით იქნება შეზღუდული. შემდეგ მეორე მხარეს გადავალთ. ვეცდებით, რომ ხიდი უახლოეს მომავალში მოწესრიგდეს და მისი გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)