|
2023-06-06 16:37:28, 808 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - იმედი გვაქვს, დეკემბერში გვექნება მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების განმტკიცებისთვის
თბილისში ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვით მიმართა. როგორც მერმა აღნიშნა, განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში. „მოხარული ვარ, რომ თბილისი და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ორგანოს - ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) პოლიტიკური კომიტეტის სხდომას. უნდა აღინიშნოს, რომ CEMR-მა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი და გულშემატკივარია, რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია. ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა და ის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ მთავრობათა ევრაზიის სექციიდან ევროპულ სექციაში გაწევრიანდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით CEMR-მა შეიმუშავა დეკლარაცია, რომლის მიხედვით ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ამ სამივე სახელმწიფოს მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გამოეჩინა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მართლაც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე და როდესაც საქმე ეხებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუ ვინმე იმსახურებდა ამას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით და გაკეთებული საქმეებით, თუმცა ჩვენ მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც დაწყებული გვაქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება ერთსულოვნება და მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი. ეს და მსგავსი რეალური მხარდაჭერის მაგალითები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების განმტკიცებისათვის. დღევანდელი დღე და ჩვენი სტუმრების აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას და მზაობას ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. იმედი გვაქვს, რომ თბილისი ხშირად იქნება ევროპული ფორუმების მასპინძელი. ამ მხრივ ჩვენ ყველა პირობას ვქმნით და შევქმნით მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მერმა იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს მომავალშიც გაუჩნდება სურვილი, საქართველოს და მის დედაქალაქს ეწვიონ. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ჩამობრძანებისთვის და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, თბილისი შთამბეჭდავი იქნება თითოეული თქვენგანისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან გემრიელი სამზარეული, გემრიელი ღვინო, რომელსაც აუცილებლად დააგემოვნებთ. დარწმუნებულები ვართ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, მომავალშიც ეწვიოთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას, ჩვენს უძველეს დედაქალაქს. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქში ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობრებს. წარმატებას და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ“, - განაცხადა მერმა.
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)