21:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 17:55:36, 813 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. აღნიშნულის შე4სახებ ინფორმასციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილს და ერთობლივ მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics