22:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 22:10:17, 817 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე და კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს.

როგორც აქტივისტი ნიკა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს დაკავების მიზეზი ბანერი გახდა, რომელსაც ზედ "ირაყლი" ეწერა.

შოთა თუთბერიძის გარდა კიდევ დაკავებულია, ორი პიროვნება ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძე.

''შოთა თუთბერიძე დააკავეს პარლამენტთან ახლა, ბანერის ხელში ჭერის გამო.

აქ ვართ, ვნახოთ შემდეგი ვინ იქნება.…

Update: ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძეც დააკავეს'', - წერს ნიკა ფარულავა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა. 

ბექა გრიგორიადისი პირველ ივნისს პარლამენტთან კარვის გაშლის დროს დააკავეს, მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, დღეს კი, საქალაქო სასამართლომ ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics