|
2023-06-02 11:31:04, 687 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ახალი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ შეიქმნა
პლატფორმის პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესასახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, სიტყვით გამოსვლისას, ტყის მნიშვნელობის გაცნობიერებისა და დაცვის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის შესახებ ისაუბრეს. „ტყე ჩვენი საგანძური და უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა და დაცვა სჭირდება. ჩვენი დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩაერთონ ტყის მოვლა-აღდგენის და დაცვის ღონისძიებებში. მნიშვნელოვნია, გავერთიანდეთ ჩვენი უნიკალური რესურსის დასაცავად და ვიზრუნოთ მასზე. ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. პირველი, რასაც გამოვყოფდი, არის ტყის ახალი კოდექსი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან. თუმცა, კვლავ არის გამოწვევები, დაკავშირებული ტყის უკანონო სარგებლობასთან. ამ მიმართულებითაც არაერთი ღონისძიება გავატარეთ და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ამ პროცესის თანამონაწილე და სწორედ ეს პლატფორმა მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი აღსრულებისთვის გაწეული როგორც ფინანსური მხარდაჭერისთვის, ისე ცოდნისა და კომპეტენციების გაზიარებისთვის. „ეს ინიციატივა, რომლის სათავეშიც დგას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პირადად ბატონი მინისტრი ოთარ შამუგია, ძალიან მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივამ (BIOFIN) დააფინანსა. ისინი მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს ახორციელებენ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მათი წარმატებული პროექტი საქართველოში”, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ სატყეო სექტორში საზოგადოების ჩართულობის კომპონენტის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „საქართველოს პარლამენტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პლატფორმას, რომელიც სამინისტროს შრომის შედეგად დღეს შეიქმნა. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა”, - განაცხადა მაია ბითაძემ. მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა. პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იწვევს ყველას - კერძო კომპანიებს, მოხალისეებს, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ტყის გაშენების ღონისძიებებში. პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს მათ მიერ არჩეული პროექტების მსვლელობას, საინტერესო და სასარგებლო თემატურ ინფორმაციასაც მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტებისგან, ისე გარემოსდამცველებისგან. განახლებული ტყის მართვის გეგმების მქონე სატყეო უბნების გათვალისწინებით, 2023 წლისთვის, ტყის გაშენების სამიზნე რეგიონებია კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2024 წლიდან, პლატფორმა 9-ვე რეგიონს მოიცავს.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)