|
2023-05-31 14:42:54, 698 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ახალი გზა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. „საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დავასრულეთ - მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წელს დავიწყეთ, თუმცა სამუშაოების დროს, გარკვეული სირთულეები წარმოიშვა, რამაც დასრულების ვადის გახანგრძლივება გამოიწვია. წარმოიშვა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, სადაც შესაბამისი პროექტები განვახორციელეთ. ჩართული გვყავდა ადგილობრივი და გერმანელი ექსპერტები, რომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით, უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა. ამჟამად, დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. ხვალიდან შესაძლებლობა გვექნება, გზის აღნიშნული მონაკვეთი გავხსნათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. „პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა. მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა. პარალელურად, გაკეთდა სპეციალური კუნძულები, რომელიც გამწვანებულია, დაიდგა განათების ბოძები თავისი LED სანათებით. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბეტონის საფარისაა და ერთი მიმართულება ორ ავტომობილზეა გათვლილი. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)