2023-05-30 23:39:01, 462 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, პროკურატურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდებით დაჯილდოვდნენ: ლონდა ბიჭიკაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზურაბ ხატიაშვილი - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი, რამაზ შავაძე - ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის მოადგილე, დარიკო აბდუშელიშვილი - საჩხერის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსი. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პროკურატურის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად წარედგინა გამორჩეული თანამშრომლები კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს და საბჭოზე მოხდა მუშაობის შედეგებით საუკეთესო თანამშრომლების შერჩევა. "წახალისება ხორციელდება მაქსიმალურად გასაგები, ღია კრიტერიუმების და შედეგების გათვალისწინებით. წელსაც, შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი ამ პერიოდში"- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. დაჯილდოების ცერემონიაზე, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, გენერალური პროკურორის რანგში. ჩვენი ისტორიული მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება ძალიან ეფექტიანი და კიდევ უფრო გაღრმავდება. მინდა ხაზი გავუსვა ასევე იმ ფაქტს,რომ თქვენს ქვეყანაში საქმიანი, კულტურული თუ ტურისტული მიზნით ვიზიტი ყოველთვის არის მაღალი ხარისხის"- განაცხადა ანა ვარდაპეტიანმა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში სულ წახალისდა 136 თანამშრომელი. მათ შორის: სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 97 თანამშრომელს: 72 პროკურორს, 15 პროკურატურის გამომძიებელს,10 სხვა თანამშრომელს,პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა პროკურატურის 5 თანამშრომელს, 34 თანამშრომელს ვადამდე მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან 30 მაისიდან აღინიშნება. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოში საარჩევნო ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ინდოეთი ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაციაში ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვით - Bloomberg
პრეზიდენტი - მე ვაპირებ წარადგინო ტექნიკური მთავრობა
კალაძე ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებაზე - რა ხდება ცუდი ქვეყანაში? - ის, რომ მშვიდობა გვაქვს და ბომბები არ ცვივა?
|
ომი უკრაინაშიერმაკი - „გამარჯვების გეგმასთან“ დაკავშირებით პარტნიორებისგან კონკრეტული პასუხი რაც შეიძლება მალე გვჭირდება
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
არჩევნები 2024
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - მოვუწოდებთ ცესკოს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნაზე
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით 7 საარჩევნო უბანი შეიქმნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|