09:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 12:38:41, 1541 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თუ გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი გაუარესდა, თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტი, სადაც ოპოზიცია თბილისის მერიის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს, არის სრული ტყუილი.

ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილის საქმეში არანაირი კორუფციის კვალი არ იკვეთება. 

„როდესაც  გენგეგმით ხდება მიწის ნაკვეთის სტატუსის გაუარესება, დედაქალაქის მერია პირდაპირ ვალდებულია, ან გამოისყიდოს არსებული მიწა ან  მოახდინოს ადგილმონაცვლეობა, რომ კერძო მესაკუთრეს პრობლემა არ შეექმნას და პირობები არ გაუუარესდეს.  ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მესაკუთრეს გაუუარესდა მიწის სტატუსი. არსებულ ნაკვეთზე ის შენობა-ნაგებობას ვეღარ ააშენებდა. ამიტომაც მოხდა ამ მიწის მონაცვლეობა. მსგავსი შემთხვევები ბევრი ხდება, სადაც თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს ან სტატუსი შეუცვალოს ნაკვეთს“, - განმარტა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics