00:09 - 24 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 21:46:41, 546 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფლების სიყვარულით" ქედის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიება დაბა ქედაში დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები  და  მოწვეული სტუმრები, რომლებმაც დამოუკიდებლობის  აქტზე ხელმომწერი პირის ყედირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიების ფარგლებში დროშებით მოეწყო მსვლელობა სკვერიდან ცენტრის მიმართულებით.

მსვლელობას წინ უძღვოდა კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები, რომლებმაც  ცეკვა  „ქართული" შეასრულეს.

სპორტული ღონისძიებები ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვა „ხორუმით" გაიხსნა.

საქართველოს დამოუკუდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაგრძელდა სპორტული აქტივობებით  გოგონებსა და ბიჭებს შორის მარათონი გარბენში, რომლებმაც სტარტი აიღეს დაბა ქედაში მდებარე ხიდიდან   9 აპრილის ქუჩის მიმართულებით.

საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ასევე, შეჯიბრი გაიმართა არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბირთვის ტყორცნაში. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიების ფარგლებში, რამოდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა სამოყვარულო შეჯიბრი ნარდში და ჭადრაკში.

ღონისძიების დასასრულს ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ღონისძიებაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდი ღებულობდა მონაწილეობას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
ანკარაში, ტერაქტის შედეგად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 22
კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
მამუკა მდინარაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics