|
2023-05-21 15:16:31, 844 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე: ქართულმა კომერციულმა ავიაციამ ძალიან დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, დედა ენის პარკში ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეორე დღეა გრძელდება. ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. თვითმფრინავმა Junkers F13-მა რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ. ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედა ენის პარკში ქართველ ვეტერან ავიატორებთან და ბესარიონ ქებურიას შთამომავალთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ დაათვალიერა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, დედა ენის პარკში ვმასპინძლობთ 2 დღიან ღონისძიებას, რომელიც ქართული კომერციული ავიაციის 100 წლის იუბილისადმი. რაც ნიშნავს, რომ ერთი საუკუნე უკვე ამ ინდუსტრიამ საქართველოში შეასრულა. ძალიან დიდი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ეს წლები სავსე იყო ბევრი გამოწვევით, ბევრი გამარჯვებითა და მიღწევით. ქართველმა მფრინავებმა არამხოლოდ ქართული ავიაციის, არამედ მსოფლიო ავიაციის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ამის გაზიარებას ვცდილობთ დღეს ჩვენ ახალი და მომავალი თაობისათვის. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც გამოჩენილი მფრინავია, ავიატორია, ფუძემდებელია მსოფლიო ავიაციის. მათ შორის, ალექსანდრე ქართველი, ბესარიონ ქებურია, რომლებსაც რეგიონში და მსოფლიოში ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ავიაციის განვითარებაში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ღონისძიებაზე წარმოდგენილია საინფორმაციო სტენდი ქართული ავიაციის მთავარი პერსონებით, ფოტო-სტენდი, სადაც გაცოცხლებულია ქართველი და იტალიელი მფრინავები „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე, წარმოდგენილია პეტრე ოცხელის ,,მფრინავი მღებავის“ კონსტრუქცია და მისი სხვა ნამუშევრების საგამოფენო სტენდი, ასევე, საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები თავად ამზადებენ თვითმფრინავებს. ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედა ენის პარკში დღეს, 18:00-ის შემდეგ დასრულდება. დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, საჩუქრები ელოდება.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)