16:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 16:31:24, 835 ნახვა

საზოგადოება
19 მაისიდან „მობილური იუსტიციის სახლი" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურება

დღეიდან „მობილური იუსტიციის სახლი“ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს ადგილზე მიაწვდის.

პროექტი, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო მოიცვა. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის დაფარვით, „მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე მთელ საქართველოშია და ყველა რეგიონის ათეულობით სოფლის მოსახლეობას ემსახურება.

პროექტის დაწყებიდან დღემდე მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 60 სოფლის 33 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ონის მუნიციპალიტეტის  სოფელ ღების ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს დაესწრნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მოქალაქეებს სერვისებით სარგებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც ადგილზე აწვდის სახელმწიფო სერვისებს იმ სოფლების მოსახლეობას, რომელიც დაშორებულია რაიონული ცენტრებიდან და იუსტიციის სახლებიდან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics