05:43 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:20:57, 617 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ შეხვედრა გამართა  კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იუნგ სუნგმინი ხელმძღვანელობდა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები,  ღვინის ექსპორტისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ კორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ  ისაუბრა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა,  მხარეებს შორის, დაცული ტერიტორიების მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და აღნიშნული მიმართულებით, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

როგორც შეხვედრაზე კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, კორეის რესპუბლიკისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო საინტერესო  და მიმზიდველია. იუნგ სუნგმინმა იმედი გამოთქვა, რომ  აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობა გახდება და ეს თანამშრომლობა, ორივე ქვეყნისთვის, ეფექტიანი და შედეგების მომტანი იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics