|
2023-05-18 16:07:30, 581 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - გასულ წელს რეფერენტული ფასების რეფორმის დანერგვის აუცილებლობაზე ვისაუბრე, დღეს შესაძლებლობა მაქვს, მისი შედეგები მოგახსენოთ
მსურს მოგახსენოთ იმ ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ, რაც 2022 წლიდან ფარმაცევტული რეგულირების გაუმჯობესებისა და ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განვახორციელეთ. ფარმაციის მიმართულებით განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებს შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედება. გასულ წელს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ამ რეფორმის დანერგვის აუცილებლობაზე ვისაუბრე, დღეს კი შესაძლებლობა მაქვს, მისი შედეგები მოგახსენოთ“, - მოგახსენოთ“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, ფარმაციის მიმართულებით განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზით სახელმწიფომ შექმნა მედიკამენტებზე მოსახლეობის მაღალი და მუდმივად ზრდადი დანახარჯების შეკავების მექანიზმი. „მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების უდიდესი წილი ტრადიციულად სწორედ მედიკამენტებზე მოდიოდა. წამლის ფასი ძირითად შემთხვევებში იყო არაპროგნოზირებადი, მუდმივად ცვალებადი და ძირითადად სუბიექტურ ფაქტორებზე დამოკიდებული. სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ფარმაცევტულ პროდუქტზე განსაზღვრული რეფერენტული ფასის დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა სახელმწიფო უწყების და განსაკუთრებით, კონკურენციის სააგენტოს მიმართ ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის. დღეისათვის 1,600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტების ღირებულება“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გზით მოსახლეობამ, წლიურად 200 მილიონი ლარი დაზოგა. „ამჟამად საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 650-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და რაც გამოიხატა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასების 60%-80%-მდე შემცირებაში. თურქული მედიკამენტების მოხმარების მაჩვენებელი მაღალია და ეს პირდაპირ აისახა ყოველი მომხმარებლის შემცირებულ დანახარჯებსა და მკურნალობის ეფექტურობაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)