06:48 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 22:06:52, 734 ნახვა

საზოგადოება
„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ - აქცია Georgian Airways-ის ოფისთან

„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საზოგადოების პროტესტი Georgian Airways-ის ოფისთან.

აქციის მონაწილეებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ქვეყანის ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

"საქართველო მთავრობა ცდილობს, ევროკავშირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს - გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირმა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ კვლავ რუსეთის გუბერნია, რასაც ჩვენ, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოება არ შევეგუებით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაზარე ორდენაძემ.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics