2023-05-14 18:10:50, 830 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა
თბილისში, სვანეთის უბნის დასახლებაში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის 2 თანამშრომელი მოიყოლა.
შემთხვევა ართვინის ქუჩაზე, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა.
"ეზოში ვტრიალებდი და დიდი ხმაური გავიგონე. მიწა ჩამოწოლილა, რომლის ქვეშაც 2 მუშა მოყვა. საყრდენი კედელი შენდება. ცოტა ხნის წინ ორივე მიცვალებული ამოიყვანეს",- უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა "მთავარ არხს".
ამ დროისთვის ართვინის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,