19:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 22:14:37, 848 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და ფარმაცევტული მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ არის მიმართული

გასული წლის იანვრიდან აქტიური ქმედებები დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხისა და ფასების კონტროლის კუთხით. წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და ფარმაცევტული მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ხარისხიან მედიკამენტებზე კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო სულად აკონტროლებდეს ფარმაცევტულ ბაზარს ამ მიზნებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონდა წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და ამ მიზნებისთვის უწყება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სხვადასხვა კერძო ლაბორატორიას, მათ შორის საზღვარგარეთაც მიმართავდა.

„ჩვენ უკვე ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ამ პროცესის ორგანიზება შეგვიძლია ჩვენს სახელმწიფო ლაბორატორიაში. აქ 30-მდე სხვადასხვა პარამეტრით მოხდება წამლის ხარისხის შემოწმება. ვფიქრობ, რომ GMP და GDP სტანდარტთან ერთად, რაც მედიკამენტების ქვეყანაში რეალიზაციისთვის, 2022 წლის იანვრიდან სავალდებულოა, ეს არის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი რგოლი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics