|
2023-05-07 12:12:43, 1434 ნახვა
სამართალი
გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან, შესაძლოა, არსებობდეს მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის საფრთხე, ამასთან დასადგენი იყო თავად მომხდარი ფაქტის დეტალებიც, თუ რა მოტივით დაესხა თავს გარდაცვლილი გიჩო მარგველაშვილს. თავად დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პროკურორების ბრალდება სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან კახაბერ კამლაძეს რომ მიმალვა სურდეს, ის შემთხვევის დროსვე მიიმალებოდა, რისი შესაძლებლობაც მას ადგილზე ჰქონდა. ამიტომ დაცვის მხარე მოსამართლეს სთხოვდა, საერთოდ არ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება ან მაქსიმალურ ფორმად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდებინა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა და ბრალდებული კახაბერ კამლაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება. თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)