23:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 12:28:24, 1142 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ვაშაძის ძმა - ჩემი წილი რეალიზებულია მეორე სართულზე სასტუმროში, სხვა ფართებთან შეხება არ მაქვს

შენობაში ვფლობ 25%-ს და ჩემი ეს წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, შესაბამისად, სხვა ფართებთან შეხება საერთოდ არ და ვერ მაქვს,- ამის შესახებ გიორგი ვაშაძის ძმამ, დავით ვაშაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც თბილისში, აღმაშენებლის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. 

მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ამ შენობაში მე ვფლობ 25%-ს და ჩემი ეს წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში 100%-ით, შპს „თბილისი თაიმსი“ ჩემი კომპანიაა, რომელიც დაახლოებით, 7 წელია მაქვს, სხვა ფართებთან შეხება საერთოდ არ და ვერ მაქვს. ასეთი გადანაწილებაა, პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ იმაზე, რაც მე მეკუთვის.

ინფორმაცია არ მქონდა და როდესაც მე მიწევდა აქ ყოფნა, საერთოდ არც ვიცოდი თუ ზემოთ გახსნილი იყო რამე [ ე.წ ქოლცენტრი]. ფართების გაქირავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის დირექტორი“,- განაცხადა დავით ვაშაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის დალუქულია ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics