|
2023-05-04 21:06:17, 1584 ნახვა
სამართალი
სროლა თბილისის ცენტრში, ერთი ადამიანი მოკლულია ორი დაჭრილი
ცოტახნის წინ მკვლელობა თბილისში ვერაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაიჭრეს. ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა". მეორე დაჭრილი პირი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც სროლის მომენტში მაღაზიიდან გამოდიოდა. სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ე.წ. გარჩევის შემდეგ "გიჩოს" მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა. რაც შეეხება მოკლულს, ის 40 წლამდე კაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. გარჩევის შემდეგ "გიჩოს" მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა. პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. გოგებაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)