|
2023-05-04 16:35:16, 1006 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი ჩხაიძეს - ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ტყუილები - ამოიღონ კადრები
გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას - ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი კლინიკას კამერებიდან ჩანაწერის ამოღებისკენ მოუწოდებს. "ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას. ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს. ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული. გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი",- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, რა დროსაც რკინის მაგიდას დაარტყა თავი. ექსპრეზიდენტის განცხადებას დღეს, 4 მაისს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ფაქტს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სამედიცინო მედპერსონალის მიერ გონების კარგვის ეპიზოდი არ დასტურდება. რაც შეეხება რკინის მაგიდას, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)