|
2023-05-02 10:59:58, 1529 ნახვა
სპეციალური ანონსი
2-5 მაისს საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა
2-5 მაისს, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასთან. ასევე, დელეგაცია შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს. „ევროკავშირის კომიტეტის დელეგაცია თბილისში 2023 წლის 2-დან 5 მაისამდე გაემგზავრება. პროგრამაში არის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან, გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ასევე საუბარი შეეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, გეოპოლიტიკურ საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასთან. ასევე, დელეგაცია შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს. დელეგაციაში იქნებიან: კრისტიან პეტრი („სოციალ-დემოკრატიული პარტია“, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი („რისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“), მიხაელ ზახერი („კავშირი 90/ მწვანეები“), თომას ჰაკერი („თავისუფალ დემოკრატთა პარტია“) და ჰარალდ ვაიელი („ალტერნატივა გერმანიისთვის“)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)