|
2023-05-01 13:02:22, 825 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი „სქილვილ აკადემიაში“ პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ მონაწილეებს შეხვდა
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. 2023 წელს, პროგრამას კიდევ ორი სასწავლებელი დაემატა. მათგან ერთ-ერთს - „სქილვილ აკადემიას“ დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესტუმრა და პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. „ისწავლე და დასაქმდი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს. მეორე მხარეს არის ბიზნესი, ვინც ეძებს კვალიფიციურ, გამოცდილ კადრებს. ამ პროგრამით გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესი პროფესიონალები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას, რადგან სრული სურათი გვაქვს, რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს და რა მიმართულებით ეძებს კადრებს. პროგრამაში ექვსი კოლეჯია ჩართული სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ვართ „სქილვილ აკადემიაში“, რომელიც IT ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. აკადემიაში 400-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც მისასალმებელია. ეს არის მიმართულება, რომელსაც ასაკი არ გააჩნია და ყველა თაობის ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. კურსების ორი ვარიანტია - შვიდთვიანი და სამთვიანი. მონაწილეები სრულად შეძლებენ აღნიშნულ პროგრამაში გადამზადებას და ხელი შეეწყობა მათ დასაქმებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა და მისი მიზანია სამსახურის მაძიებელი, თბილისში რეგისტრირებული მოთხოვნად პროფესიებში მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. 2018 – 2022 წლებში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 6500-მდე მოქალაქემ და მათგან დასაქმებულია 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული. მიმდინარე წელს პროგრამაში წარმოდგენილია 50-მდე პროფესიული სპეციალობა, რომელშიც 3000-მდე მოქალაქე გადამზადდება. 2023-2025 წლებში დაგეგმილია ჯამში 10 000 მოქალაქის ჩართვა. პროექტი ხორციელდება 6 სასწავლებელში. კერძოდ: კოლეჯი „მერმისი“, კოლეჯი „სპექტრი“, „გლდანის პროფესიული კოლეჯი“, კოლეჯი „იკაროსი“, „სქილვილ აკადემია“, სტუ-ს პროფესიული კოლეჯი. თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ორ-სამ თვეს. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)