|
2023-05-01 11:08:05, 802 ნახვა
საზოგადოება
112-მა განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. "მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ. ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით, დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია "112"-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. განახლების ფარგლებში, ჩანართში - „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი. "112"-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან "112"-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ. ღონისძიების დასასრულს, „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ღონისძიება "112"-ის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობისთვის" - ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)