|
2023-05-01 10:36:42, 798 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 34%-ით გადააჭარბა
2023 წლის 4 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიას 48 415 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 34%-ით არის გაზრდილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 4 თვეში, სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. "აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომელთა შორის ჭარბობს სტუმრები პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც პოზიტიურად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)