14:55 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-30 17:36:36, 857 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა.

ჩაისა და თაფლის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ჩაის ადგილობრივმა მწარმოებელმა და იმპორტიორმა 15-მდე კომპანიამ, რომლებმაც სტუმრებს სხვადასხვა სახეობის პროდუქცია შესთავაზეს.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ. 

„ქართული ჩაი თავის საგემოვნო და ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამორჩეულია. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მეჩაიეობის და მეფუტკრეობის დარგების განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერს ფერმერებსა და მეწარმეებს არაერთი სახელმწიფო პროგრამით. აღნიშნული ფესტივალი, უკვე წლებია, სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და ქართული ჩაისა და თაფლის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენ გავაგრძელებთ მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას როგორც წარმოების განვითარების, ასევე პოპულარიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. 

ჩაისა და თაფლის ფესტივალი, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 2005 წლიდან იმართება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კი, ფესტივალს მთაწმინდის პარკი მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და მომხმარებლებში ნატურალური ჩაისა და თაფლის პოპულარიზაცია. ჩაისა და თაფლის ფესტივალი მეწარმეებს ხელს უწყობს საკუთარი პროდუქცია უშუალოდ გააცნონ მომხმარებლებს და გაზარდონ მისი ცნობადობა, მოიძიონ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics