|
2023-04-28 22:32:21, 1022 ნახვა
სამართალი
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საგამოძიებო უწყებამ, 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტებს ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ნათელა გედენიძეს უნდა გადაუხადოს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო, რის თანახმადაც, დადგინდა, რომ რეპორტიორების დაკავების რეალური მიზეზი, არა ჯაშუშობა, არამედ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციიის დარბევის დროს გადაღებული ფოტოები გახდა. როგორც ფოტოგრაფები აღნიშნავენ, ვერცერთი საკონპენსაციო თანხა ვერ გადაწონის იმას, რაც მათ გამოაიარეს. "ვერცერთი ჩვენგან იმ ჯოჯოხეთს ვერ დაივიწყებს, რაც გავიარეთ, ყოველდღიურად ხდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, რომ გვეღიარებინა, ის რაც არ ჩაგვიდენია", - აღნიშნავს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)