|
2023-04-28 22:04:53, 1121 ნახვა
სამართალი
ოჯახის ადვოკატი დიღომში დაღუპულ ბავშვზე - ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, გოგონამ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე
„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი და ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" წარმომადგენელი, ელისო რუხაძე 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საკითხზე ექსპერტიზის პირველად დასკვნას. მისივე თქმით, დაზიანებები მრავლობითი არის სახისა და ყურის არეში, ასევე საკმაოდ დიდი დაზიანებებია ფეხის, ზურგისა და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მიყენებული დაზიანება არის სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილამდე არის განვითარებული, შესაბამისად, ვერსია, რომ ბავშვი თავად დაიხრჩო ან გარკვეული საკვებით მიიღო და ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები, ექსპერტიზის დასკვით ფაქტობრივად გამოირიცხა. „ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები არის ძალიან მრავლობითი – არის როგორც სახის არეში, ასევე ყურის სხვადასხვა მხარეს. ყელზე არის საკმაოდ დიდი მოცულობით დაზიანებები, ასევე არის ფეხის, ზურგის და სხეულის სხვა ნაწილებზე.. თითქმის, მთელს სხეულზე არის როგორც წვრილი მრავლობით დაზიანებები, ასევე დიდი,“ - განაცხადა ელისო რუხაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას. შეგახსენებთ, დღეს, 28 აპრილს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)