18:53 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 13:15:54, 828 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანამშრომლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის ძირითადი საგამოძიებო მიმართულებები და არსებული გამოწვევბი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურის მიღწევებზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განიხილეს წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის და ეფექტიანი გამოძიების კონკრეტული მაგალითები.

"ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროკურატურის როლს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულ თემაზე,პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს  ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სტრუქტურა და არსებული პრაქტიკა გააცნეს.

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს მნიშვნელოვანი გამოცდილება კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics