14:35 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 12:14:52, 900 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69–70 კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ  მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ  კორპუსებთან  (N100 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარედ) სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგვება  სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

“ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 350 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics