14:41 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 22:31:02, 994 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა ენდოკრინოლოგი ვოსორიტიდზე - არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის

 

„არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ეს პრეპარატი [ვოსორიტიდი], როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის“, - აღნიშნულის შესახებ, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნინო ხელაძემ, იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქონდროპლაზია საფრთხეს არ უქმნის, პაციენტთა სიცოცხლეს და შესაბამისად, უმჯობესია წამლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისა და საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ იქნას მიღებული.  რაც შეეხება აღნიშნული სინდრომის თანმდევი დაავადებების, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს. 

ნინო ხელაძემ, სამინისტროს გადაწყვეტილება, თანმდევი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით, დადებითად შეაფასა. პედიატრმა აღნიშნა, რომ აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფი, დაავადების მართვის გაიდლაინის შემუშავებაზე, დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს.

“ჩვენ ყველა ქვეყნის პროტოკოლი, რაც ამ წუთში არსებოს გვიდევს და ყველას მიხედვით ვაჯერებთ. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის რეალური რაც არის, ისეთი ფორმით შევიმუშავებთ. წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვთ სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, რაც შეიძლება დროულად და კვალიფიციურად უნდა იყოს შეთავაზებული“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics