|
2023-04-26 19:45:18, 707 ნახვა
აჭარაში 2200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი უფასოდ დამუშავდება
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად დაბა ოჩხამურში დაესწრო. სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი 1 284 000 ლარს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა აჭარის მთავრობამ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით გრძელდება. 2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)