|
2023-04-26 17:04:50, 958 ნახვა
საზოგადოება
ნინო ხელაძე Vosoritide-ზე - არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი მითითებული არ არის
არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი მითითებული არ არის,- აღნიშნულის შესახებ ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ნინო ხელაძემ სამუშაო შეხვედრასა და პროტოკოლტზე ისაუბრა. „გაიდლაინზე დაჩქარებულ რეჟიმში ვმუშაობთ და ვთვლით, რომ პირველ ივნისამდე იქნება დრაფტი, რომელიც შემდგომ განიხილება და დამტკიცდება. ამ გაიდლაინზე მუშაობს სხვადასხვა სპეციალისტი, ბევრი ექიმი. წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვს სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, ეს რაც შეიძლება დროულად უნდა იყოს შეთავაზებული და რაც შეიძლება კვალიფიციურად. არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი მითითებული არ არის. რა თქმა უნდა რისკები არის, თუმცა ამ რისკებს ჩვენ ყველას გავეცანით. ეს რისკები მართვადია და ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ თუ პრეპარატს შეიძენენ ვმართოთ პაციენტები ისე, როგორც აუცილებელია და როგორც მართავენ იმ ქვეყნებში, რომელშიც ამ პრეპარატებს იყენებენ. მზად ვარ გავუწიო რეკომენდაცია და პაციენტებს დავეხმარო მკურნალობის დაწყებაში",- განაცხადა ნინო ხელაძემ
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)